პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება 1800 ლარამდე გაეზრდებათ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება 1800 ლარამდე გაეზრდებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1800 ლარი.მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი.

2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.