რა ეტაპზეა გარდაბნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი?!

გარდაბნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. პარკში საბავშვო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყობა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, იგეგმება დიდი სცენის, კვების ობიექტის , გასართობი ცენტრისა და ველობილიკების მოწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ტელექსი” აწარმოებს. პარკის რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და აპრილის თვეში დასრულდება.