რა ეტაპზეა კოსტავას გაგრძელების სარეაბილიტაციო სამუშაოები?!

კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შემსრულებელმა კომპანიამ გზის ერთ მხარეს ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დააგო.
 
სამუშაოები გრძელდება გზის მეორე მხარესაც, სადაც ამ დროისთვის, ბორდიურების მოწყობა ხდება.
 
აღსანიშნავია, რომ გამზირზე პირველ ეტაპზე ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კოსტავას გამზირზე პროექტი მთლიანად იქნება  დასრულებული.