რა ცვლილებები შევიდა რუსთავის ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამებში?!

2020 წლის  რუსთავის ბიუჯეტში ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამებში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამაში, რომლის მიზანი რუსთავში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსებაა, ბიუჯეტი 2020 წელს ასი ათასი ლარით გაიზარდა. გასულ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 600 ათასი ლარს შეადგენდა.

ცვლილებები განხორციელდა, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის განკუთვნილ საკურორტო მომსახურების დაფინანსებაში.  ამ შემთხვევაში ბენეფიციარების ასაკი 15 წლამდე განისაზღვრა , გაზრდილია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსების ბიუჯეტი. თანხა 2 000–დან 2 400 ლარამდე გაიზარდა და მომსახურების პერიოდი 11 თვეზე გადანაწილდა.

რაც შეეხება მედიკამენტებით დახმარების პროგრამას, პროგრამაში ვეტერანები ცალკე კრიტერიუმად გამოიყო. ცვლილების თანახმად,  ვეტერანები (ქულით 0-150 000)  ერთჯერადად მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხას წელიწადში  100 ლარის ოდენობით მიიღებენ.

ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.