დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგშია.
„ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. დღევანდელი რიცხვით, გრიპის ვაქცინის 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკჯგუფებისთვის. რისკჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რისკჯგუფი, ვთხოვ – მობრძანდით. ასევე დიაბეტიანებს ვთხოვ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია.