რუსთავის მერიაში თეატრის უკან მდებარე სკვერისა და ე.წ. “ახალგაზრდობის პარკის” მოწყობის კონცეფციის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეკრეაციული ზონის დაგეგმარების ესკიზი არქიტექტორებმა ქალაქის მერსა და საპროექტო კომპანიას გააცნეს.
არსებული კონცეფციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებული საპროექტო კომპანია „ კარკასი“ საპროექტო სამუშაოებს დაიწყებს.
ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა რეკრეაციული ზონის დაგეგმვის საპროექტო ჯგუფს საკუთარი ხედვაც გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში ორი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სავარაუდო ღირებულებაც დასახელდა. ორივე სკვერის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 4,5 -დან 5 მილიონ ლარამდე იქნება,თუმცა ზუსტი თანხა საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
Tv4 პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი რეკრეაციული სივრცის კონცეფციის ამსახველ ესკიზებს გთავაზობთ:
ფალიაშვილის სკვერი
თეატრის მიმდებარე სკვერი