როგორი იქნება წალკის კანიონი პროექტის დასრულების შემდეგ-ნახეთ ფოტოები

საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ინფრასტრუქტურა წალკის კანიონზე – როგორი იქნება მრავალმილიონიანი პროექტი დასრულების შემდეგ. ახალ ფოტო მასალას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია, რომელსაც ებრაული კომპანია KASS LAND ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე პირველი ეტაპის სამუშაოები, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის მშენებლობა  მიმდინარეობს, რომელიც კანიონზე მოეწყობა და 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება. მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება.

პროექტის დასრულებისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება, რომელიც ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის, სასტუმროს, აუზების, მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილი სივრცეებისა და ექსტრემალური ატრაქციონის ე.წ. ზიპლაინის მოწყობას ითვალისწინებს.