რუსთაველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ტარდება, მორიგ წარმატებას მიაღწია. მან დღეს გამართულ ტურნირზე ინდოელი მეტოქე დაამარცხა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ფინალში მოხვდა.
ლაშა გურული “ა” კლასის საერთაშორისო ტურნირზე – “სტრანჟა” ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლებში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რუსთაველი მოკრივე 63 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.