რუსთაველი მხატვარ-მოქანდაკის, გიორგი ჩალაძის ინიციატივა

რუსთაველი ცნობილი მხატვარ-მოქანდაკე გიორგი ჩალაძე სახვითი ხელოვნების მოყვარულებს ინიციატივით მიმართავს.

ხელოვანი, იმ ადამიანებს,რომლებსაც საგამოფენო სივრცე აქვთ,სურვილის შემთხვევაში ,საკუთარ ნამუშევრებს  სთავაზობს. ვრცლად ნახეთ განცხადება:

“ცნობილი  მხატვარ მოქანდაკე გიორგი ჩალაძე მოგმართვათ სახვითი ხელოვნების მოყვარულებს.
ვისაც აქვს საშუალება გამოუყოს საგამოფენო სივრცე ჩემს მიერ შესრულებულ 150-მდე ფერწერულ ტილოს (მათ შორის დიდი ზომის პანოებს) და 25-მდე ქანდაკებას – გადავცემ მიზერულ თანხაში, იმ გარანტიით ,რომ დაცული იქნება და მსურველთათვის ხელმისაწვდომი იქნება მათი დათვალიერება.

დაინტერესებულ პირებს ნაწილობრივი წარმოდგენისათვის შეუძლიათ ნამუშევრები იხილონ Youtube- ზე ან GOOGLE- ში: გიორგი ჩალაძე ან გიორგი ჩალაძე 87

ტელეფონის ნომერი: 899 23 87 18; 599 33 16 07; მისამართი -ქალაქი რუსთავი დადიანის ქუჩა N14 “- ნათქვამია ხელოვანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში