რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის წევრებმა ქალაქის სახელწოდების კონსტრუქციის მოწყობა გააპროტესტეს. სტუდენტების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანი, ქალაქის შემოსასვლელში დაგეგმილი კონსტრუქციის დადგმაა,რომელიც ადგილობრივ თვითმართველობას მილიონ ლარამდე თანხა უჯდება.
მათივე თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური პირობების ფონზე, მილიონ ლარიანი კონსტრუქციის დადგმა საჭირო არ არის. სტუდენტებმა მერიაში განცხადება და სიმბოლურად კონსტრუქციის მაკეტი მიიტანეს.
ახალგაზრდები ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანთან შევხედრას ითხოვენ.
 
 
შეგახსენებთ, რუსთავის შემოსასვლელში კონსტრუქცია ქალაქის სახელის წარწერით დაიდგმება. კონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოსაწყობის სამუშაოებზე ტენდერი 4 თებერვალს დასრულდება. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კონსტრუქციაზე ქალაქის დასახელების ორენოვანი წარწერა განთავსდება. კონსტრუქცია 30 მ სიმაღლის იქნება ,მიმდებარედ მცირე სკვერის მოწყობა იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცვეში მისასვლელი ბილიკი და გამწვანება კეთილმოეწყობა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 909 000 ლარს შეადგენს.
 
		 
    








