რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა-რას მოხმარდება თანხა?!

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, დღეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაზუსტდა რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი და განისაზღვრა 8 944,4 ათასი ლარით, ხოლო შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში გაიზარდა 653,5 ათასი ლარით.

ჯამში, რუსთავის ბიუჯეტმა 58 213 600 ლარი შეადგინა.

როგორც ცნობილი გახდა, გაზრდილი თანხა სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციას და ჩერკავსკის ქუჩის ტროტუარების მოწყობას მოხმარდება.