რუსთავის მერმა ახალი წლის დადგომა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს პირადად მიულოცა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან, ბესიკ ტოგონიძესა და გოჩა ლორიასთან ერთად, სს ,,რუსთავის აზოტს’’ ესტუმრა და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.
ქალაქის მერმა 2020 წლის დადგომა რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცონო დახმარების ღამის ცვლის პერსონალსაც მიულოცა.