რუსთავის პრობლემურ უბნებში საკანალიზაციო მიწისქვეშა სისტემის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს

  2020 წლიდან რუსთავის კორპუსი ამხანაგობების თანადაფინანსებით, ქალაქის პრობლემურ უბნებში საკანალიზაციო მიწისქვეშა სისტემის გამიჯნულ ზოლში, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქის სანტექნიკი“ ასრულებს.

სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში, ამხანაგობების თავმჯდომარეები განცხადებით „რუსთავის კორპუსს“ მიმართავენ ,რის შემდეგაც რეკვიზიტების მიხედვით ,თანამონაწილეობის განსაზღვრა ხდება .

კერძოდ,პროექტის ფარგლებში  საკანალიზაციო სისტემა იწმინდება და ირეცხება.  გაწმენდითი სამუშაოები ჭიდან ჭამდე ან ჭიდან კორპუსამდე ხორციელდება . ამ შემთხვევაში ხარჯების 50 %-ს „რუსთავის კორპუსი“, ხოლო დარჩენილ ნაწილს მესაკუთრეები იხდიან.

რაც შეეხება გარეცხვით სამუშაოებს , რომელიც ჭიდან ჭამდე სრულდება, როგორც რუსთავის კორპუსის ხელმძღვანლი აცხადებს, მომსახურების ღირებულება საცხოვრებელი კოპრუსებში მესაკუთრეების რაოდენობის მიხედვით, განსხვავებულად ნაწილდება. 

მაგალითისთვის, კორპუსში 100 ან 100-ზე  მეტი მესაკუთრის შემთხვევაში  მომსახურების ღირებულება 60/40 %-ზე ნაწილდება ,სადაც 40 %-ს ამხანაგობა იხდის , დანარჩენი თანხის დაფარვას კი „რუსთავის კორპუსი “ უზრუნველყოფს.

იმ მისამართებზე, სადაც  მესაკუთრეთა რაოდენობა 50 – 100 -მდეა   თანხის 25%-ს  ამხანაგობა ფარავს  74 %-ს კი სამსახური .

25-დან 50 მოსახლემდე საცხოვრებლის შემთხვევაში,  სამუშაოების ღირებულების 15% ამხანაგობა 85% რუსთავის კორპუსი ფარავს;

რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსებს,სადაც 24 მესაკუთრემდეა ,მომსახურების 95% მუნიციპალური დაფინანსებით იფარება , 5 %-ს კი მესაკუთრეები იხდიან .

აღსანიშნავია, რომ სამუშოები 10 მისამართზე უკვე შესრულდა. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია განსაზღვრული.