რუსთავის შემოსასვლელში კონსტრუქცია ქალაქის სახელის წარწერით დაიდგმება. კონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. Tv4-ის ინფორმაციით , ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოსაწყობის სამუშაოებზე ტენდერი 4 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდებით კონსტრუქცია უახლოეს მომავალში განთავსდება.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კონსტრუქციაზე ქალაქის დასახელების ორენოვანი წარწერა განთავსდება. კონსტრუქცია 30 მ სიმაღლის იქნება ,მიმდებარედ მცირე სკვერის მოწყობა იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცვეში მისასვლელი ბილიკი და გამწვანება კეთილმოეწყობა.
ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 909 000 ლარს შეადგენს.




 
		 
    








