სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა,რომ გამოიყენოს დამატებითი ზომები,იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ,მაგრამ სახელმწიფო არ იღებს მკაცრ ზომებს- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ,მზია გიორგობიანმა რუსთავი-თბილისის ავტობანის საკითხზე Tv4-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
Tv4-ის ჟურნალისტმა მინისტრის მოადგილეს კითხვა დაუსვა, აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაძლებლობა კანონის ძალა გამოიყენოს მოსახლეობასთან შეთანხმების პროცესში,რაზეც მზია გიორგობიანმა განაცხადა,რომ ეს შესაძლებლობა არსებობს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ ეტაპზე სამუშაოების გასაგრძელებლად ფინანსური რესურსი არ აქვს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობასთან შეთანხმება არ მოხდება, დარჩენილ მონაკვეთზე სამუშაოები არ განხორციელდება.
” რეალურად ეს დროში გაიწელა და ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ ხდება ის ფინანსური რესურსი,რომელიც დღეის მდგომარეობით იყო შესაძლებელი აზიის განვითარების ბანკიდან. ხელმისაწვდომობის ვადა იწურებოდა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შევაჩეროთ ეს მონაკვეთი, 3,2 კილომეტრიანი მონაკვეთი, ამ მონაკვეთს დავაკონსერვებთ. თუ იქნება შეთანხმება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, არ მოხდება შეთანხმება არ გაგრძელდება სამუშაოები, ის თანხა რომელსაც მოსახლეობა ითხოვს 1 კვმ-ზე,არ გვაქვს ამის საშუალება”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.