დღეს რუსთავში, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად, ქალაქის 72 წლისთავსაც ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

Tv4 ულოცავს რუსთავს დაბადების დღეს და ქალაქის 72 წლისთავთან დაკავშირებით,  შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ,, სადგური რუსთავი” გთავაზობთ.

ფილმი არხის შემოქმედებითმა ჯგუფმა რუსთავის 70 წლისთავს მიუძღვნა. ფილმში ასახულია დოკუმენტური მასალა რუსთავის დაარსებიდან დღემდე. ფილმის რეჟისორი თათია ნანობაშვილია.