რუსთავში ავტობუსებისთვის, ავტოპარკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 1 305 000 ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში მალე 40 ახალი ავტობუსი შემოვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.