რუსთავში ახალი ავტობუსები გამოჩნდება

 რუსთავში 10 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება. ამის შესახებ Tv4-ს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განუცხადა.

მისივე ცნობით, ავტობუსები ქალაქში ეტაპობრივად ზაფხულის შემოვა. სამინისტრო რუსთავს 40 ახალ ავტობუსს გადმოსცემს,რომელთა ნაწილი მარშრუტს შიდასაქალაქო მიმართულებით განახორციელებს. ავტობუსების კონკრეტული რაოდენობა, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებითაც იმოძრავებს.