რუსთავში “ლიტერატურული სკვერი” მოეწყობა.რეკრეაციული სივრცე მე-8 მიკრირაიონში გაკეთდება. ინიციატივა რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის. ინიციატივას მხარი საკრებულომ და რუსთავის მერიამ დაუჭირა. სკვერის მოწყობისთვის გათვალისწინებული სამუშაოები 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერა. სკვერისთვის ბიუჯეტიდან 120 000 ლარია გათვალისწინებული.
რუსთავის საკრებულოს დეპუტატის ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, სკვერში წიგნების თაროები განთავსდება, რაც რუსთაველებს შესაძლებლობას მისცემს ლიტერატურული თუ პოეზიის საღამოები გამართონ.მისივე ცნობით, რეკრეაციული სივრცის კონცეფციიდან გამომდინარე, სკვერში განთავსებულ სკამებს ქართული ასოების ფორმები ექნება.
დეპუტატის განცხადებით, ლიტერატურული სკვერის მოწყობის ერთ-ერთ მიზანს, რუსთაველებში წიგნიერების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ამ ეტაპზე მუშაობა საპროექტო დოკუმენტაციის შეძენისთვის მიმდინარეობს, რის შემდეგაც ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადდება.  



“ლიტერატურული სკვერის” მოწყობის შესახებ Tv4-მა ინფორმაცია ინიციატივის გაჟღერებისთანავე გაავრცელა.
რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, წელს უკვე სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხაა გათვალისწინებული.
 
		 
    








