რუსთავში მე-8 მიკრორაიონში მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
ამ წუთებში ტერიტორიაზე მიკრორაიონის მცხოვრებლები არიან შეკრებილები. მათი თქმით, კორპუსის მშენებლობა სტანდარტების დაუცველად მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის სხვა კორპუსების მცხოვრებლებს.
მოსახლეობის თქმით, მათ უკვე მიმართეს მერიის შესაბამის სამსახურს და ასევე, მშენებლობის მწარმოებელ კომპანიას, თუმცა კონკრეტული პასუხების მიღება ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლეს.
აქციის მონაწილეებმა tv4-თან განაცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება მერიაში უკვე შეიტანეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, სასამართლოს მიმართავენ.
tv4-ის გადამღები ჯგუფი მუშაობს თემაზე.