რუსთავში ორმა ადამიანმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ორმა ადამიანმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო. შუახნის ქალი და მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ქალი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, მამაკაცი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ ბინაში ოჯახის კიდევ ერთი  წევრი იმყოფებოდა, თუმცა მას ინტოქსიკაცია არ მიუღია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

კომპანია “სოკარ-ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებმა tv4-თან განაცხადეს, რომ შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ,  გაზქურიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მათივე თქმით, აღნიშნული მისამართი ბოლოს გასული წლის თებერვალში შემოწმდა და მისამართზე არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა.