რუსთავში ორდღიანი ღონისძიება „ტრანსფორმერები” დაიწყო. რეგიონალური ჰაკათონი სიქას რობოტიკსა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის „რობოლაბის“ ორგანიზებით, ხვალ პროექტის შეჯამებით დასრულდება.
ღონისძიებაში 9-დან 12 წლამდე რუსთაველი პატარები იღებენ მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ჰაკათონი პირველად საქართველოში რუსთავში იმართება.
ჰაკათონის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება, და ასევე, იზრუნონ ეკოლოგიაზე. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ბავშვები რობოტს შექმნიან, რომელსაც კონკრეტული დავალების შესრულება დაევალება. აღსანიშნავია, რომ დავალება ეკოლოგიას, კერძოდ, გამწვანებას უკავშირდება.
მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 10 ჯგუფიდან 3 გამარჯვებულ გუნდს კომპეტენტური ჟიური ხვალ გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი 10 წლის სანდრო წიკლაურია. გამოვლენილ გუნდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. გამოვლინდება, ასევე, ყველზე აქტიური სკოლა, რომელსაც „წლის ტრანსფორმერების” თასი გადაეცემა.
დღეს გამართულ ჰაკათონს ირაკლი ტაბაღუა თავად დაესწრო და რუსთაველ მოსწავლეებს წარმატება უსურვა.