რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 600 000 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, ბაღებში გათბობის სისტემის დამონტაჟება და კარ–ფანჯრების შეცვლაც იგეგმება. ასევე, 34-ე ბაღში 6 ჯგუფიანი ფლიგელის აშენებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 1 100 000 ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.









