რუსთავში ტექსტილის საწარმო აშენდება

რუსთავში, გაგარნის ქუჩაზე მაღატექნოლოგიური საფეიქრო ფარიკა აშენდება. ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ქართულ ტექსტილს“ 4 500 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაეცა.

როგორც რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, პაატა პაპელიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, შ.პ.ს. “ქართული ტექსტილი“ ტერიტორიაზე ტექსტილის საწარმოს მშენებლობისთვის, ორი მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 1 000 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.