რუსთავში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა აშენდება-ამის შესახებ პარლამენტში ინტერუწყებრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შ.პ.ს. „ქართულ ტექსტილს“ 4 500 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ უკვე გადაეცა.
ტექსტილის საწარმოს ასაშენებლად პირველ ეტაპზე, 9 მილიონ ლარამდე ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება და 1 000 მდე მოქალაქე დასაქმდება.
მეორე ეტაპზე კი, ინვესტიცია 15 მილიონ ლარამდე გაიზრდება და ჯამში 2 ათასი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.