რუსთავში შობას პირველი გოგონა დაიბადა

შობას პირველი ბავშვი რუსთავში 07:30 საათზე დაიბადა. წელს 7 იანვარს, დაბადებული პირველი ბავშვი გოგონაა და მას მარიამი დაარქვეს. როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და 3კგ 400 გრამს იწონის.

სამშობიარო სახლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ,ბადრი გელენავას განცხადებით, კლინიკა „რუსთავში“ ამჟამად კიდევ სამი მშობიარეა.  დედა-შვილი  მერის მოადგილე  გოჩა ლორიამ მოინახულა, ჯანმრთელობა უსურვა და შობის დღესასწაული მიულოცა.