რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  სახელმწიფო კონტროლს არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა დაექვემდებარება, რომლებიც სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას ორგანიზებულად ეწევიან.

სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას მცირე რაოდენობით ახორციელებს.