საბაჟო გამშვებ პუნქტებში 6 820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი” და „სარფი“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა-ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.