საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლა დღეს განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ.
სააღმზრდელო პროცესი დღეიდან რუსათავის საბავშვო ბაღებშიც განახლდა. ამ წუთებში რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხემძღვანელი ბაღებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. შეგახსენებთ, ეკა ხუციშვილის განცხადებით ბაგა-ბღებში თავისუფალი დასწრება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება. მისივე თქმით ბაღის შენობებში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც (მედდა) და იმ შემთხვევაში თუ ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, კოორდინატორი მშობელს შეატყობინებს და ბავშვი ბაღში გამოჯანმრთელებამდე არ დაიშვება.









