„საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით,საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი ამოცანა, უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება იქნება.
სამინისტროს განმარტებით,ამ ამოცანის შესასრულებლად დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 5 პროექტის განხორციელება,მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში.
კერძოდ, მცხეთა მთიანეთისა და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე ევროპული ნორმების შესაბამისად 31,370 მეტრი სიგრძის ლითონის ძელების კონსტრუქციების მოწყობა იგეგმება.
ამასთან ,უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინსპექტირებას განახორციელებს .
იგეგმება დამატებით საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დამონტაჟება, ასევე ლითონის ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა.
„სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საავტომობილო გზების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71,400 მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე – 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.
უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).
მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.
უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას. დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.