სამშენებლო ობიექტზე მანქანა ჩავარდა

სამშენებლო ობიექტზე მანქანა ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით,მანქანა ავტოსადგომიდან გადავარდა.შემთხვევა ზუგდიდის ცენტრში მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მას შესაბამისი დახმარება უკვე გაეწია და ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.

​შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.