სართიჭალაში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეებია განლაგებული.
ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, გარდაბნის სასწრაფო დახმარების სართიჭალის პერსონალი საქმიანობას ძველ შენობაში ახორციელებდა, სადაც თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ ჰქონდათ.