თავდაცვის სამინისტრო , შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, თავდაცვის ძალების ქართული, გაუყინავი ხორცით უწყვეტად მომარაგების ერთთვიან უფლებას იღებს-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, ამ უფლების მოპოვების შემდეგ კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, მოლაპარაკებები ქართველ ფერმერებთან მიმდინარეობს , რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მობილიზება მოახდინონ.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში, კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25 პროცენტით გაიზარდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება.
ამასთან,განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება.