საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
ბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში პატრიარქი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„პატრიარქი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს, რაც 2018 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. კლინიკაში სწორედ ამ მიზნით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.









