საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. პრეზიდენტმა ვიზიტს წარმატებული და უნიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმში, რომელიც აუშვიცის გათავისუფლების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა და სადაც ორმოცზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი იყო შეკრებილი.

„მაიკლ პენსმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა დღეს საქართველოს გვერდით დგას და ბოლომდე ასე იქნება! ეს უმნიშვნელოვანესია. ასევე შეხვდი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრეზიდენტს და კიდევ ბევრ სხვას.
ეს საერთაშორისო ფორუმები ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო არავის დაავიწყდეს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა – „ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრა, მაცხოვრის საფლავთან მისვლა და სიწმინდეების მოლოცვა. იერუსალიმს ქართველებისათვის კიდევ უფრო სხვა დატვირთვა აქვს და ჩვენი კვალი იერუსალიმში არ უნდა გაქრეს“- განაცხადა პრეზიდენტმა .

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის ტაძრის დათვალიერებით დაასრულა.