საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, ეპიცენტრისაქართველოს საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა, მიწისძვრა კი 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. შესაძლო ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.