სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,საქართველოში გასაშვილებელი 215 ბავშვი ირიცხება,რომელთაგან 153 ბავშვი შშმ პირია.
მათივე ცნობით, შვილად აყვანაზე ჯამში უარს 35 ბავშვი აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შვილად აყვანაზე უარის თქმა ბავშვს 10 წლის ასაკის ზევით შეუძლია.
რაც შეეხება მშვილებელი პირის ოდენობას, მშვილებელი დღეის მდგომარეობით რეესტრში 2 562 პირი ირიცხება.
ყოველწლიურად შვილდება 80-110 ბავშვი.
ბავშვის შვილად აყვანა შეუძლია ანუ მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.