საქართველოში ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაცის გამო 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის გამო, საქართველოს მასშტაბით სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური.

23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.