სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას ბოლნისიც შეუერთდა

საქართველოში სახელწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სიმბოლურად დროშა გადმოიფინა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

“ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.

მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე!” – წერს ბოლნისის მერი ფეისბუქ გვერდზე.