სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. დეპუტატების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი უკეთ შესწავლის მიზნით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უკან გადაეგზანვა.

საკითხი, მერიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო ნიკოლავამ წარმოადგინა.