“აღარ მინდა მოსახლეობა შევაწუხო, სიმშვიდე მჭირდება მეც და რუსთაველებსაც” – ამის შესახებ Tv4 -ს საწარმო “თეთრი ქუდის” დირექტორმა რენატო გრიგორიანმა განუცხადა.
საწარმოს ხელმძღვანელის განცხადებით, საწარმო კომპოსტის წარმოებას არ შეწყვეტს და პრობლემას “თეთრი ქუდის” კომპოსტის ცეხის ქალაქიდან მოშორებით გადატანით გადაწყვეტს. მისივე ცნობით, საწარმოს გადატანასთან დაკავშირებით, განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დეკემბრის თვეში შეიტანა.
“ვადა არის გაზაფხულის პერიოდი, ამა წლის გაზაფხულამდე უნდა გადავიტანოთ. შეიძლება მაისი იყოს ,შეიძლება უფრო ადრე. მოგახსენებთ,რომ საწარმო კომპოსტის წარმოებას არ შეწყვეტს და არც ფილტრებს შევიძენთ. საწარმო იმდენად შორს იქნება ქალაქიდან,რომ მოსახლეობას უსიამოვნო სუნი აღარ შეაწუხებს”-განუცხადა “თეთრი ქუდის” დირექტორმა Tv4-ს.
როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი,ქალაქიდან მოშორებით,სოკოს საწარმოს კომპოსტის ცეხი გადააქვთ. კომპოსტის ცეხს, სავარაუდოდ, 2020 წლის მაისამდე ქალაქიდან მოშორებით გადაიტანენ. ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტერიტორიაზე გააგრძელებს საწარმოს ნაწილი ფუნქციონირებას. ერთ-ერთი ვარაუდით, საწარმო კასპში გადააქვთ.
სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესს და ქალაქში უსიამოვნო სუნს რუსთაველები რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ.ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დარღვევები გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა . გამოვლინდა ადმინისტრაციული სამსართალდარღვევის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ქუდის წარმოების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს “Tv4” რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად აშუქებდა. ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემის შესახებ, არაერთი მასალა მომზადდა. რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მას შემდეგ გახდა, რაც “tv4-ის” ჟურნალისტებმა ნარჩენების განთავსების წესის დარღვევის ვიდეო მასალა გაავრცელა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.







