სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,10 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

სააგენტოს ცნობით,11 იანვარს შედარებით გამოიდარებს. მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.