Update:
საწარმო ,რომელიც რუსთავში უსიამოვნო სუნის მიზეზია, ქალაქიდან მოშორებით გადააქვთ. როგორც tv4-მა გაარკვია,ქალაქიდან მოშორებით მხოლოდ კომპოსტის ცეხი გადავა, საწარმოს ნაწილი კი ფუნქციონირებას კვლავ რუსთავში გააგრძელებს.
Tv4-ისთვის ცნობილი გახდა,მერიაში შეტანილი განცხადების დეტალები,სადაც აღნიშნულია,რომ იქამდე ,სანამ კომპოსტირების პროცესი ქალაქიდან მოშორებით გადავა, საწარმოს ტექნიკური ინვენტარის გადაიარაღება მოხდება,რაც კომპოსტის წარმოების 45%-მდე შემცირებას გულისხმობს.
სოკოს ქარხანა “თეთრ ქუდის” წარმოების ნაწილს , ქალაქიდან მოშორებით სავარაუდოდ, 2020 წლის მაისიდან გადაიტანენ. ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტერიტორიაზე იგეგმება კომპოსტის წარმოება. საწარმოს ხელმძღვანელებმა მერიაში განცხადება საწარმოს გადატანასთან დაკავშირებით, დეკემბერში შეიტანეს. Tv4-ის ინფორმაციით, კომპოსტის ცეხი,რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს, სავარაუდოდ კასპში განთავსდება.
Tv4-ის კითხვაზე, თუ რატომ მიიღო საწარმოს მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელმძღვანელი პასუხობს,რომ აღნიშნული მოსახლეობის პროტესტის შედეგია და სურს ,რომ “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესი მშვიდად და უპრობლემოდ გაგრძელდეს.
სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესს და ქალაქში უსიამოვნო სუნს რუსთაველები რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ.ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დარღვევები გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა . გამოვლინდა ადმინისტრაციული სამსართალდარღვევის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ქუდის წარმოების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს “Tv4” რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად აშუქებდა. ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემის შესახებ, არაერთი მასალა მომზადდა. რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მას შემდეგ გახდა, რაც “tv4-ის” ჟურნალისტებმა ნარჩენების განთავსების წესის დარღვევის ვიდეო მასალა გაავრცელა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.






