სოფელ კრწანისში დამისამართების პრობლემის მოგვარება დაწყებულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დამისამართების პრობლემის მოგვარება დაწყებულია-ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პრობლემის მოგვარებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  სოფელ კრწანისში და მთისძირში არსებულ გზათა ქსელზე დაყრდნობით შექმნილი ქუჩების მოხაზულობის პროექტი შეიმუშავა.

ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და შენიშვნები წარადგინონ. 

მოსაზრებებისა და შენიშვნების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: gardabani.mun@gmail.com. ასევე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მისამართი: ქ.გარდაბანი, აღმაშენებლის ქ.73, ტელ: 595 06 01 06)