სოფელ ლემშვენიერასა და ქესალოში შიდა გზები რეაბილიტირდება- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფლებში მილსადენების, საკომუნიკაციო და ელექტროხაზების ,ასევე აეროდრომებისა და სარკინიგზო ხაზების მოწყობის სამუშაოები იგეგმება.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 2 002 210 ლარს შეადგენს. კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 29 იანვრამდე შეუძლიათ.
გზების სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სოფელ ფოლანდაანთკარშიც.აღნიშნულზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 885 497 ლარია. შიდა გზების რეაბილიტაცია ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება.