სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახი მიიღებს

სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახი მიიღებს-დევნილთა, დევნილი ოჯახებისთვის სახლებს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეისყიდის.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,იძულებით გადაადგილებული ოჯახი სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ თავად არჩევს რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.