იმ შემთხვევაში თუ ტურგენევის ქუჩაზე, მოსახლეობას შორის შეთანხმება არ შედგა რუსთავის მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას შეწყვეტს-ტურგენევის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.
2019 წელს რუსთავის მერიის მიერ დაწყებული რეაბილიტაცია მეზობლებს შორის არსებული დავის საფუძველზე შეჩერდა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა რამდენჯერმე შეწყვიტეს, მიზეზი კი ტურგენევის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ გზის ნაწილზე გაკეთებული არსებული ღობეა.
ამორტიზებული გზისა და მოუწესრიგებელი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო ,ადგილობრივებს კვლავ დისკომფორტი აქვთ. –
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ტურგენევზე დროებითი სამუშაოების ჩატარება უშედეგო იქნება და თუ მეზობლებს შორის დავა არ დასრულდება ადგილზე სამუშაოები არ განახლდება.ინფრასტრუქრუტურის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსახლეობას არაერთხელ შეხვდა და ტენდერში გათვალისწინებული თავდაპირველი პროექტის კორექტირებული რამდენიმე ვერსია შესთავაზა.თუმცა, მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ შედგა.







