უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – გარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი.

რუსთავში 5 იანვარს ტემპერატურა +6 გრადუსი შენარჩუნდება და უმეტესად უნალექო ამინდი ფიქსირდება. სინოპტიკოსების ცნობით, 6 და 7 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

აღსანიშნავია, რომ 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.