უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებულია სია, სადაც 21 წლამდე ასაკის 50 ფეხბურთელია თავმოყრილი. სია იმ სპორტსმენებისგან შედგება, რომლებზეც, უეფას თქმით, 2020 წელს დაკვირვება ღირს.
ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა TOP50-ში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა.