ფილიპინებში ვულკანი ამოიფრქვა

ფილიპინებში ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვულკანთან მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ჯერჯერობით დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტაალის ყველაზე მასშტაბური ამოფქვევა 1911 წელს დაფიქსირდა. მაშინ ვულკანის ამოფრქვევას ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.